2024-08-28 12:11:46, 617 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი როგში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული
უკრაინაში, კრივოი როგში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ზე ვრცელდება.
როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ოთხშაბათს დილით გაავრცელა ცნობა, მაშველებმა მეოთხე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,