2024-08-26 09:35:46, 461 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინული ძალები კურსკში დაახლოებით 3 კმ-ით დაწინაურდნენ
უკრაინული ძალები კურსკში დაახლოებით 3 კმ-ით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კვირას რუსები სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს თავს დაესხნენ.
"გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში 3 კილომეტრამდე, კონტროლი კიდევ 2 დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,