2024-08-23 09:02:40, 475 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - კურსკის ოლქში რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ ამერიკული ავიაბომბები გამოვიყენეთ
კურსკის ოლქში რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოვიყენეთ, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი Telegram-ზე წერს.
როგორც ოლეშჩუკი წერს, დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე, ტექნიკაზე, შეიარაღებაზე და 40-მდე სამხედროზე განხორციელდა.
"დავარტყით უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტს, ელექტრონული ომის განყოფილება, აღჭურვილობას, შეიარაღებასა და 40-მდე რუს სამხედროს",- წერს ოლეშჩუკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,