2024-08-21 12:57:34, 1061 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - როსტოვის ოლქში რუსულ სარაკეტო კომპლექსს დავარტყით
უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვის ოლქის სოფელ ნოვოშახტინსკთან იერიში რუსების S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, S-300 სისტემები რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენებოდა.
“საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რაკეტა როსტოვის ოლქის დასავლეთით. ფრაგმენტების ჩამოვარდნას მსხვერპლი და ნგრევა არ მოყოლია“,- განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,