2024-08-21 09:06:20, 657 ნახვა
ომი უკრაინაში
მოსკოვის მერი - რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა
რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა,- ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან 3 დრონი მოიგერიეს .
როგორც სობიანინი ამბობს, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ამის შემდეგ სობიანინიმ მოსკოვის მიმართულებით გაშვებული კიდევ 4 დრონის მოგერიების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მათი ჩამოგდების შედეგად, წინასწარი ცნობებით, არავინ დაშავებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,