19:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 14:03:45, 385 ნახვა

ეკონომიკა
ნასარიძე - წლევანდელი წელი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის კუთხით გამორჩეულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის ზრდასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზეც გაამახვილა.   

“ბოლო წლებია კახეთში ატამი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება  შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

ჩვენ ფაქტობრივად მოსავლის აღების და რეალიზების შუა პერიოდში ვართ.  იცით, რომ  სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის დაბინავებისა და ექსპორტის მიმართულებით შეფერხებების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას.

დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს.

ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის ჩაბარება  და რეალიზება. სასიხარულოა, რომ ფასის და ხარისხის მიმართულებით შეიმჩნევა ფერმერების კმაყოფილება. ჩვენ  ვხედავთ,  წლების განმავლობაში ქართველი ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ხელშესახებ შედეგებს და, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის  რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და  აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლის მოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლის რეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics