2024-07-05 09:34:21, 538 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 32 „შაჰიდიდან“ 32 ჩამოვაგდეთ
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 5 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 32 "შაჰედ-131/136"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან 32-ვე ჩამოაგდეს.
მათი ინფორმაციით, დრონების ჩამოგდება მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებში მოხდა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე წერს, უპოლოტო საფრენი აპარატების გაშვება რუსეთის ფედერაციის კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან განხორციელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,