2024-07-02 16:39:03, 592 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფო ზავის იდეა წარუდგინა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე.
ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,