2024-06-12 10:52:35, 551 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 30 სამიზნედან, 29 ჩამოვაგდეთ
12 ივნისის ღამეს, რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, რის შემდეგაც 30 გაშვებული სამიზნედან, უკრაინის ჯარებმა 29 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა 4 X-101/X-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, ერთი აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი“, 24 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰიდ-131/136“.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ვინიცას რეგიონებში მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,