|
2024-06-11 12:36:55, 418 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება
"ოცნების ქალაქში” მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 108 ოჯახზე გადანაწილდა. "საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ოჯახებს ბინების მიღება მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიულოცა. ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)