2024-06-01 11:40:51, 562 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 47 „შაჰიდის“ ტიპის დრონიდან 46 და 53 რაკეტიდან, 35 ჩამოვაგდეთ
1-ლი ივნისის ღამეს, რუსებმა საჰაერო-სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
მათივე ინფრომაციით, რუსეთი თავიანთ განზრახვას, გაანადგურონ სახელმწიფოს საწვავი და ენერგეტიკული სექტორი არ წყვეტს, თუმცა უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,