17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 13:21:12, 464 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ს.ს.ი.პ აჭარის სატყეო სააგენტოს  ქედის სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი ჯემალ ბერიძე, მოადგილე თემურ პაპუნიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ისაუბრეს თემებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, კულტურული ღონისძიებებისა და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ქედის სატყეო ადმინისტრაციის დირექტორმა, ჯემალ ბერიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს სიახლეების და თემებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics