2024-04-12 16:41:43, 769 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა
რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მოახდენენ, იდენტიფიკაციის შემდეგ კი, სამხედროების ცხედრები დაკრძალვისთვის ოჯახებს გადაეცემათ.
"შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დამცველის 77 ცხედრის რეპატრიაცია, ზაპოროჟიეს მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცის და ხარკოვის მიმართულებიდან 2 დამცველის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,