09:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 19:46:49, 976 ნახვა

ეკონომიკა
სამცხე-ჯავახეთის DMO-მა მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2024-ში მონაწილეობა მიიღო

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, 5-7 მარტს, გერმანიაში, მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვა რეგიონების DMO-თან და საქართველოში ოპერირებად ტურისტულ კომპანიებთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, 2024 წელს ITB Berlin-მა წინა წლის შედეგებს გადააჭარბა. 27 დარბაზში წარმოდგენილი იყო 5500 მონაწილე მსოფლიოს 170 ქვეყნიდან. გამოფენას დაახლოებით 100 000 ვიზიტორი ჰყავდა, აშუქებდა 3200-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი მსოფლიოს 103 ქვეყნიდან და 300-მდე ბლოგერი. 
 
"სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ არა ერთი შეხვედრა განახორციელა მედიის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და ტურიზმში ჩართულ კომპანიებთან. შედეგად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. სამცხე-ჯავახეთის სტენდთან, გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და კულტურას გასცნობოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics