14:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 18:27:25, 1141 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუდანოვი - მტერს ახალი სიურპრიზები ელის - მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ

მტერს ახალი სიურპრიზები ელის - მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

როგორც ბუდანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინამ წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის, საჭიროა, რომ შავი ზღვა აკონტროლოს.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ",- თქვა ბუდანოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics