|
2024-02-23 10:57:28, 1372 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი
გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მიუწევთ გადარჩენა. „გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინის და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის პუტინი ვლადიმერ პუტინი არასოდეს გაჩერდება და "ის გაივლის აღმოსავლეთ ევროპის გზას, რადგან მას ეს სურს". „ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე კონგრესმენებთან. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენსაც. ეს ყველას ესმის. 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ძალიან დაგვეხმარება“, - დასძინა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)