|
2024-02-19 16:28:33, 1247 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. მისი თქმით, ბრიგადის მეთაურთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, კუპიანსკის მიმართულებით მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და ჯილდოები გადასცა. "ხარკოვის რეგიონში დღეს მე-14 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის სამეთაურო პუნქტ „პრინც რომან დიდს“ ვესტუმრე, რომელიც კუპიანსკს იცავს. ბრიგადის მეთაურთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, ვესაუბრეთ მეომრებს და გადავეცი ჯილდოები. ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ერთად ყოფნა. თითოეული უკრაინელის და მთელი უკრაინის სახელით მადლობას ვუხდი მათ, რომ ყოველდღე აკეთებენ ასეთ გამორჩეულ საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)