10:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 17:51:14, 1200 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს - ეს დიდი მიღწევა და გამარჯვებაა

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს, - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსული სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" ჩაძირვას.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მომხდარი არის დიდი მიღწევა და გამარჯვება.

"ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი ჩაძირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics