08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 09:10:28, 1225 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა 10 იანვარს, ღამით ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია ხარკოვის მერიასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია, სულ მცირე, 11 ადამიანი.

საოლქო პროკურატურის მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულთა შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქეცაა. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ, თუმცა მედიასაშუალება დაკონკრეტებული არ არის.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთმა იერიშისთვის S-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა.

სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებული 11 ადამიანიდან 31-დან 38 წლამდე 4 მამაკაცია და 23-დან 71 წლამდე 7 ქალი. დაშავებულთაგან 9 სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics