17:31 - 18 Apr, 2026
|
2024-01-03 10:36:53, 814 ნახვა
ომი უკრაინაში
მარია ბურიჩი - უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება ომის დანაშაულს წარმოადგენს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმას. როგორც ბურიჩი აღნიშნავს, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება წარმოადგენს ომის დანაშაულს. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები მიუღებელია. მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება წარმოადგენს ომის დანაშაულს და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)