|
2023-12-25 14:10:27, 1249 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - კრემლის რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს
კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის საშობაო მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ის Telegram-ზე ავრცელებს. ბუდანოვის თქმით, "უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე". "კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე", - წერს ბუდანოვი. გარდა ამისა, მიმართვაში ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელი იქნება, რომელიც "უკრაინას დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას მოუტანს".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)