2023-12-22 22:15:37, 1238 ნახვა
ომი უკრაინაში
რუტე - ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის
ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ავრცელებს.
როგორც რუტე აღნიშნავს, ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
"დღეს პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მომზადდეს პირველ ეტაპზე 18 ერთეული F-16-ის ტიპის საბრძოლო ხომალდი უკრაინისთვის გადასაცემად", - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ზე).
ავტორი: ექსპრესნიუსი,