2023-12-15 21:44:00, 1346 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - უახლოეს დღეებში ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
უახლოეს დღეებში ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა,
უკრაინის დასაფინანსებლად სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ეს ეხება თითოეული ტრანშის გადაცემას.
"უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ ბოლო ტრანშს [1.5 მილიარდი ევრო], რომელიც ამ წელს არის გათვალისწინებული უკრაინისთვის და შეთანხმებული იყო 2023 წლისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,