2023-12-12 19:26:17, 1296 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთმა უკრაინისთვის 4,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა
ჩეხეთმა უკრაინისთვის 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
ჩერნოხოვას თქმით, ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გაგრძელდება.
"ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით", - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,