2023-12-11 20:12:57, 1188 ნახვა
ომი უკრაინაში
შვედეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მლნ დოლარს გამოუყოფს
შვედეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მილიონ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, გამოყოფილი თანხები, უპირველეს ყოვლისა ენერგომომარაგების სისტემების, გათბობის, კვების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მხარდაჭერას მოხმარდება.
"ეს არის ყოვლისმომცველი ზამთრის პაკეტი", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,