2023-12-08 17:32:50, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს სადაზვერვო დრონებს, ჭურვებს, ყუმბარმტყორცნებს, მანქანებსა და სხვა პირველადი საჭიროებისთვის აუცილებელ აღჭურვილობას.
მედიის ცნობითვე, უკრაინას პირველად გადაეცა 1 LUNA NG-ისა და კიდევ 10 VECTOR-ის ტიპის სადაზვერვო დრონი.
"უკრაინაშია კიდევ 6 გერმანული საპატრულო მანქანა მესაზღვრეებისთვის და 8 სატვირთო Zetros. გარდა ამისა, უკრაინელ სამხედროებს პირველად გადაეცათ 70 MGW, ასევე დამატებითი 100 000 პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები", - წერს მედია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,