2023-11-23 17:40:31, 2030 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობაევკა კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 4 დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, სოფელი ჩერნობაევკა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.
ერმაკის თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმისთვის კასეტური ჭურვები გამოიყენეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
"რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა", - წერს ერმაკი.
ამასთან, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,