2023-11-14 20:06:44, 1343 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
ლენარიჩმა აღნიშნა, რომ ზამთრის დადგომა უკრაინელი მოსახლეობის ისედაც დაუცველ ფენებს დამატებით პრობლემებს უქმნის.
აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი - უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.
„რადგან რუსული რაკეტები ანადგურებს უკრაინას, ჰუმანიტარული საზოგადოება მზად უნდა იყოს, დაეხმაროს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან ზამთრის მძიმე თვეებში“, - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე)
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,