2023-11-06 10:28:16, 1325 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში რუსების იერიშის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა [ვიდეო]
ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კიპერმა Telegram-ზე დაწერა, 6 ნოემბერს ოდესის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს 124 წელი უსრულდებოდა, "რუსეთმა კი ასე მიულოცა ეს თარიღი უკრაინას".
კიპერის თქმით, დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია მინები.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ოდესაზე Kh-31P-ის ტიპის რაკეტით მიიტანეს იერიში. თავდასხმისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა შენობები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,