2023-10-17 17:50:27, 1647 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მ უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522$ მილიონი გამოყო
აშშ-მ ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და ენერგო სისტემის მხარდასაჭერად უკრაინას 522 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალის თქმით, უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით მუშაობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი დაძლიოს.
როგორც შმიგალი აღნიშნავს, ქვეყანა ზამთრისთვის 100%-ით მზად არის.
„რთული ზამთრის ზღვარზე ვართ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი ბოლო პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ამ ზამთარში გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ენერგიის აღდგენის საშუალებაც“, - განაცხადა შმიგალმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,