21:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 22:17:39, 1274 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა Patriot-ის, Iris-T-ისა და Gepard-ის ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.

„გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics