|
2023-08-02 18:01:41, 1245 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრას ონლაინ ფორმატით ჩაერთვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და სამინისტროს წარმომადგენლები. "მხარეებმა ინფორმაციები გაცვალეს სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში არსებულ მდგომარეობაზე, განიხილეს საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის ცვლილებით განსაზღვრულ სიახლეებზე და ასევე, იმ შესაძლო პროგრამულ ცვლილებებზე, რაც მოიაზრება 2024 წლისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით“ პროგრამის ფარგლებში",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)