|
2023-07-15 17:12:02, 1231 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე სოფელ დოესის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სასოფლო ამბულატორიაში, „თბილისის გულის ცენტრის“ მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ დოესის, გრაკალის, თელიანის და სასირეთის კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები კლინიკის დირექტორმა პროფესორმა, კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ, ექიმებმა - გიორგი როგავამ, დავით ლაგვილავამ, ანა კერესელიძემ, ლაშა ქიქავამ, მედდებმა - მადონა ახალაშვილმა, მარიამ ლომიძემ და ცოტნე გიორგაძემ ჩაუტარეს. ვახტანგ მაისურაძის განცხადებით, „თბილისის გულის ცენტრისა“ და კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. „მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - დღევანდელი აქციის მიზანიც ეს არის", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის, ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)