02:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 17:46:22, 466 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ყირგიზეთიდან არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

დელეგაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა და პროგრამების ხელმძღვანელები შეხვდნენ.  

სტუმრები საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯებით, მიმდინარე პროგრამებითა და სახელმწიფო პოლიტიკით დაინტერესდნენ. ჯონი კვინიკაძემ დელეგაციის წევრებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ყირგიზელმა უფლებადამცველებმა შეხვედრა თავდაპირველად თბილისის იუსტიციის სახლში, მოგვიანებით კი მედიაციის სახლში გამართეს. 

სტუმრებმა ყველაზე დიდი ინტერესი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, ასევე დანაშაულის პრევენციის მეორე დონის სამმართველოს (დანაშაულის ჩადენის რისკ ფაქტორების მატარებელი არასრულწლოვნები) საქმიანობის მიმართ გამოთქვეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დელეგაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics