20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 15:12:38, 1172 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების ჯილდო 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს

ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ  შემთხვევაში გასამმაგდება  შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილ ჯილდოს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებზე (დიდებში)გამარჯვებულები მიიღებენ.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების  სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics