2015-02-09 11:49:28, 306 ნახვა
საზოგადოება
თბილისში თოვს
თბილისის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილიდან თოვს.
ამჟამად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, 11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში ცვალებადი ამინდი 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში 11-12 თებერვალს თოვლჭყაპს პროგნოზირებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან