03:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 12:12:23, 1309 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ.

მათივე ინფორმაციით, აჭარის და ზოგადად საქართველოს, იტალიაში პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა.

"ქართული ფოლკლორი იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯია“ წარმოადგინა.

გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა ბერლინის, ისრაელის, მადრიდის, მილანის და სხვა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics