12:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 23:51:53, 1304 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი ქალთა შევიწროების შესახებ ინფორმაციასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა შევიწროების შესახებ ინფორმაციასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა.

იოსელიანის თქმით, ის სოლიდარულია მსხვერპლი ქალების მიმართ და ამასთან ერთად განაცხადა, რომ ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

27 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, აღნიშნულის შესახებ საჯარო კომენტარი გააკეთა და ქალების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და შევიწროება დაგმო.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics