2015-02-08 10:14:14, 339 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანიის გუნდი 64:8 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გუშინ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი შეხვედრა გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე -ანგარიშით 64:8 დაამარცხა.
ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში გერმანელებმა არეკნით მე-3 წუთზე გახსნეს, ერთადერთი ლელო კი, 27-ე წუთისთვის მიითვალეს.
ქართველმა მორაგბეებმა მასპინძლებს 10 ლელო (2 ტექნიკური) დაუდეს და მათგან 7 გარდასახეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან