14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 15:35:41, 1866 ნახვა

რეგიონი
The Manila Times-ი თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს

The Manila Times-ი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ფილიპინების რესპუბლიკაში იმყოფება, ნათქვამია სტატიაში. თორნიკე რიჟვაძე The Manila Times-თან აცხადებს, რომ, საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპის კარიბჭეს და იმედს გამოთქვამს, რომ ფილიპინების რესპუბლიკა იქნება საქართველოს ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან.

"ჩვენ განვიხილავთ ქვეყნების დაკავშირების სხვადასხვა ვარიანტს. ეს შეიძლება იყოს ფრენები, რაც უფრო ეფექტიანი იქნება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა, რაც მისი თქმით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია - ნათქვამია სტატიაში.

„ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს საერთო ეფექტურობის კუთხით და გაგვაჩნია საკმაო რესურსიც, როცა საქმე ეხება შრომას და კვალიფიციურ პერსონალს. გვსურს უფრო მოქნილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ვაწარმოოთ ფილიპინებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. ასევე, გვსურს მოვიწვიოთ ფილიპინელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ინსვესტიციების განსახორციელებლად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ The Manila Times - თან საუბრისას.

წყარო - https://www.manilatimes.net/2023/02/02/news/national/guests-are-gifts-of-god-in-georgia/1876891





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics