14:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 21:30:38, 1476 ნახვა

რეგიონი
ხულოში ხანძრის შედეგად 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის, რაულ მახარაძის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა. მან დასძინა, რომ ადგილზე 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა ჯერ ისევ მუშაობს, ხანძრის შედეგად კი ხის ორსართულიანი სახლია დამწვარი.

ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრიც ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.

ინფორმაციის თანახმად, აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics