22:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 14:39:58, 1600 ნახვა

სხვადასხვა
კოზა ნოსტრას ყველაზე ძებნილი ბოსი სიცილიაში დააკავეს

იტალიის პოლიციამ სიცილიაში დააკავა Cosa Nostra-ს ყველაზე ძებნილი ბოსი, მატეო მესინა დენარო.

იტალიური მედიის ცნობით, დენარო პალერმოს კერძო კლინიკაში დააკავეს, სადაც ონკოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში მოათავსეს.

დაკავებას ასე აღწერს ადგილობრივი მედია: „დილის 9:35 წუთზე ბოსი ჩასვეს შავ ფურგონში, რომელსაც რამდენიმე კარაბინერის მანქანა ახლდა ქალაქის მრავალი მაცხოვრებლის ტაშის ქვეშ“.

მატეო მესინა დენარო პოლიციას 1993 წლიდან ემალება და ყველაზე ძებნილი იტალიელი მაფიოზების სიის სათავეში იყო. ის სულ მცირე 50 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

დენაროს დაპატიმრება მოხდა ზუსტად 30 წლის შემდეგ ტოტო რიინას (Cosa Nostra მაფიის ყოფილი ხელმძღვანელი, "ბოსების ბოსი") დაპატიმრებიდან, რომელიც მოხდა 1993 წლის 15 იანვარს პალერმოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics