01:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 17:43:06, 1583 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ სოფელ აღაიანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს. 

პროექტი რკინაბეტონის კიუვეტების, ორფენიანი ასფალტბ-ეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას  ითვალისწინებს. 

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის სიგრძეც 3219 გრძივი მეტრია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფნელნი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა  და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 968 999 ლარია. 

ვახტანგ მაისურაძის თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა აფერხებს  გადაადგილებას და გარკვეულ პრობლემებს ქმნის.  სოფელ აღაიანის მოსახლეობას კი აღნიშნული საკითხი მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა.  

პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კომფორტული გზით ისარგებლებენ." - აღნიშნა კასპის მერმა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics