03:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 09:16:33, 1473 ნახვა

რეგიონი
სოფელ სასირეთში გამწვანების აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლის მიმდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია -  „დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მოსწავლეებმა ნარგავებს საკუთარი სახელები დაარქვეს.

როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ბარნაბიშვილმა განაცხადა, გარემოს გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელში ჩართვაც მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

„მიუხედავდ მოსწავლეების ასაკისა, ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ გარემოს დაცვას, ხეების მოვლას, გაფრთხილებას  და მათზე ზრუნვას. დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ ეს", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეუერთდა.

მოგვიანებით კი, პირველკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ  შემოდგომის ზეიმს დაესწრო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics