13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 14:44:21, 1322 ნახვა

რეგიონი
კასპში თეა ქუტაშვილის პერსონაულური გამოფენა გაიხსნა

კასპის #1 საჯარო სკოლაში მხატვარ თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მშობლიურ სკოლაში მოწყობილ გამოფენაზე,  პანდემიის  ორი წლის განმავლობაში შექმნილი 60 ნამუშევარი გამოიფინა. პორტრეტები, ნატურმორტი, პეიზაჟი და სხვა დამთვალიერებლის ემოციას იწვევდა.

თეა საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავს, პროფესიაც შესაბამისად აირჩია მხატვარ-დიზაინერის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. დღეს ის ქალაქის #3 საბავშვო ბაღის მენეჯერია და მშობლიურ სკოლაში ხატვას ასწავლის.

პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. შემდეგ რეგიონის,   რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა  ფესტივალსა და ღონისძიებებში მონაწილეობს.

თეა არა მარტო ხატავს, არის ტანსაცმლის დიზაინერიც - მუშაობს თექაზე და როგორც პროფესიონალს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სპეციალური სერტიფიკატი აქვს მინიჭებულ. ის შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია, მისი ნამუშევრები კი სახელოვნებო წიგნში „ქართლის პალიტრა"-შია შესული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics