13:32 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 22:38:29, 2708 ნახვა

Lifestyle
ენიგმა-ისტორიაში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი ახალ მფლობელს ეძებს

2006 წლიდან გინესის წიგნის რეკორდსმენი-ბუნებრივი წარმოშობის შავი ბრილიანტი "ენიგმა", რომლის მოცულობა-რეკორდულ 555,55 კარატს შეადგენს, ახალ მფლობელს, ძალიან მალე, აუქციონზე მოძებნის. 
ამ ზომის ნატურალური, დამუშავებული ქვა უნიკალურია, ხოლო მისი წარმოშობა ბურუსითაა მოცული. მეცნიერების აზრით, "ენიგმა" ან მეტეორიტის ჩამოვარდნის დროს შეიქმნა, ან მეტეორიტის ნაწილაკს წარმოადგენს.

 

 

ბრილიანტის დამუშავების ტექნიკას "ჰამსა" ჰქვია, ამიტომაც ის ამ შუააზიური ამულეტის ფორმას წააგავს.
"აქამდე ბრილიანტი პირად კოლექციაში იყო და აუქციონებში მონაწილეობას არ იღებდა, სწორედ ამიტომ ჩვენ ძალზედ მოხარულები ვართ , რომ  ამ საოცრებას, რომლის ასაკი მიახლოებით მილიარდი წელი გახლავთ, მსოფლიოს პირველად სწორედ Sotheby's გააცნობს",-ამბობს ნიკ ბინანი,  Sotheby's-ს საიუველირო ნაწარმის სპეციალისტი.
"ენიგმა" , Sotheby's-ს დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში 17-20 იანვრის პერიოდში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ ბრილიანტს ლოს-ანჯელესში (24-26 იანვარი) და ლონდონში (2-9 თებერვალს) გამოფენენ. "ენიგმა" სპეციალურ ონლაინ აუქციონზე , კერძოდ 3-9 იანვარს გაიყიდება, მას სარეზერვო ფასი არ ექნება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics