22:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 18:42:00, 2232 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს.

მისივე თქმით, ბათუმში, 50 000-ზე მეტი პირისთვის: სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვისა და სოციალურად დაუცველებისთვის, მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

„2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტის ფარგლებში, როგორც რესპუბლიკურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. ამ ბიუჯეტების ფარგლებში 200 000-მდე აჭარის მაცხოვრებელი ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით. 1400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით. 5000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარება. ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, ჯამში 50 000-ზე მეტი პირისთვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ კომუნალური გადასახადების ნაწილში შევეცადოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შევინარჩუნოთ ტარიფები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics