00:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 16:44:23, 1206 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას, შტაბის წევრებთან ერთად მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა.

"შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ორდღიანი უამინდობის შემდეგ მუნიციპალიტეტში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. ინტენსიურად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08",- ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics