2021-12-08 12:23:09, 877 ნახვა
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
უწყების ცნობით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.
მათივე ცნობით, დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),