2021-12-01 11:45:25, 1016 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
უწყების ცნობით, ამჯერად, ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას, დამატებით მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით.
სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),